„აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ორმაგ თამაშს, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მშვიდობისმოყვარის ნიღბით გამოდის და ქვეყნის შიგნით საკუთარ საზოგადოებას სომეხთმოძულეობით კვებავს. ყველაფერი ასე საშიში და დამაფიქრებელი არ იქნებოდა, ამას ყველაფერს რომ არ ახლდეს შეიარაღების ზრდა, ძალის ღიად დემონსტრირება და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევები, მაგალითად სომეხი ტყვეების წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებებით სისხლის სამართლის პროცესების ორგანიზება და ა.შ.
არცახის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ჯარის აღჭურვისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზნით. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თქვა, რომ ”აზერბაიჯანის არმიას უნდა ჰქონდეს ახალი პროგრამები, დაისახოს ახალი ამოცანები და მიზნები”, რომლის მიხედვითაც არმიამ ორგანიზება უნდა გაუკეთოს თავის სამსახურებრივ და საბრძოლო მოქმედებებს, უზრუნველყოს საბრძოლო მომზადება.
აზერბაიჯანისთვის ე.წ. „ამოცანა და მიზანი ”არის სომხეთს თავს მოახვიოს ცალმხრივი დათმობები ძალის გამოყენებით და ძალის მუქარით. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფითა და არცახზე უარის თქმით“, – წერს გაზეთი.