მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის საბჭომ მოიწონა სომხეთთან საერთო საავიაციო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილება

29 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა  შეთანხმებები საერთო საავიაციო ზონის შექმნის შესახებ  ევროკავშირის მეზობლობის სამ ქვეყანასთან, უკრაინასთან, ტუნისთან  და სომხეთთან, ხოლო  ყატართან საჰაერო ტრანსპორტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება. ეს შეთანხმებები საშუალებას მისცემს გახსნას საჰაერო ტრანსპორტის ბაზარი, რაც მომხმარებლებს და ავიაკომპანიებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალი ბიძგი მიეცემა ვაჭრობას, ტურიზმს, ინვესტიციების წახალისებას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს  სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

”ევროკავშირის საბჭო ახლა მზად არის ხელი მოაწეროს ოთხ მნიშვნელოვან შეთანხმებას საავიაციო სფეროში, რაც უზრუნველყოფს ავიაკომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობას, მოქალაქეებისთვის კავშირის გაფართოებას და გადაადგილების თავისუფლებას. შეთანხმებები ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ დონეს და მიიღება ზომები თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად”, – თქვა პორტუგალიის ამჟამინდელმა მინისტრმა ინფრასტრუქტურის საკითხებში ნუნო სანტოსმა, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოში.

სამეზობლო ქვეყნებთან ხელმოწერილი სამი ხელშეკრულება მოხსნის ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საბაზრო შეზღუდვებს, ამ  ქვეყნების  ასოცირება მოხდება  ევროკავშირთან შიდა საავიაციო ბაზარზე, რადგან შემოიღებენ ევროკავშირის საავიაციო სტანდარტებს, გამოიყენებენ ევროკავშირის საავიაციო წესებს.

ნახეთ მეტი
Back to top button