ეკონომიკა

სომხეთი და ბელორუსი ერთობლივად შეიმუშავებენ პრეპარატს COVID-19-ის წინააღმდეგ

სომხეთი და ბელორუსი 2021-2023 წლებში განახორციელებენ ექვს ერთობლივ სამეცნიერო და ტექნიკურ პროექტს, მათ შორის მედიცინის, ბიოლოგიის, ენერგეტიკის სფეროში, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების შემუშავების ჩათვლით.

როგორც იუწყება “არმენპრესი”  “ბელტზე” მდაყრდნობით, ამის შესახებ განიხილეს, 28 ივნისს სომხეთ-ბელორუსის სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის ერთობლივ სხდომაზე,  რომელსაც თავმჯდომარეობდნენ ბელორუსის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე შუმილინი და სომხეთის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე  სარგის ჰაიოციანი.   პროექტები მოიცავს კომპიუტერული სკრინინგის ტექნოლოგიების გამოყენებას, მოლეკულუი მოდელირებასა და ბიოქიმიურ ანალიზს კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ პოტენციური ახალი მედიკამენტების შესაქმნელად.

”ჩვენი მეცნიერების ძალისხმევის შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მაღალტექნოლოგიური ნაშრომები, ისევე  როგორც ახალი პროდუქტები”, – თქვა შუმილინმა.

მხარეებმა განიხილეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინოვაციური პერსპექტივები, ასევე ორივე ქვეყანაში სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button