მთავარისაზოგადოება

ევროკავშირმა შეიძლება მოხსნას შეზღუდვები შესვლაზე სომხეთის მოქალაქეებისთვის

ევროკავშირმა შეიძლება მოხსნას შეზღუდვები შესვლაზე სომხეთის მოქალაქეებისთვის. ევროსაბჭოს რადიო „თავისუფლების“  დიპლომატიური წყაროს თანახმად, ევროკავშირის თავმჯდომარეობამ წინადადება შემოიტანა სომხეთი შეტანილი იქნას იმ ქვეყნების სიაში,  რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ  შენგენის ზონის ისეთი ქვეყნების მონახულება ტურიზმის მიზნით, როგორიცაა შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი.

სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე. ამასთან, საკითხი გადაწყდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხედულებისამებრ.

გასული წლის ივლისში, მაგალითად, როდესაც ევროსაბჭომ საქართველო “უსაფრთხო” ქვეყნების სიაში შეიტანა, ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს საზღვრის გახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო ჩეხეთმა უკან დაიხია,  გაითვალისწინა ანტი -ეპიდემიური მდგომარეობა საკუთარ ქვეყანაში.

დღეისათვის ევროკავშირის “მწვანე ზონაში” 15 ქვეყანა და რეგიონია, მათ შორის შეერთებული შტატები, ისრაელი, სამხრეთ კორეა და სინგაპური. სია ახლდება  ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ევროკავშირის თავმჯდომარეობა  ახლა რეკომენდაციას აძლევს 10 ქვეყანას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას და კოსოვოს, სადაც ევროპელი ექსპერტების აზრით, ანტიეპიდემიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუ წინადადება დამტკიცდა ევროკავშირის ელჩების მიერ და შემდეგ დამტკიცდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სომხეთის მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ    წარადგინონ კორონავირუსის  უარყოფითი  ტესტი და   ან დაადასტურონ, რომ ისინი ვაქცინირებულნი არიან ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინით.

ნახეთ მეტი
Back to top button