საერთაშორისო

ილჰამ ალიევის ბიძაშვილმა აზერბაიჯანიდან ბრიტანეთში 14 მილიონი ფუნტი გადარიცხა ფულის გათეთრების გზით: Evening Standard

ბრიტანეთის სასამართლომ გამოავლინა იმ წყვილის ვინაობა, ვინც გაერთიანებული სამეფოში  “აზერბაიჯანული სამრეცხაოს” საშუალებით 14 მილიონი გირვანქა შეიტანა.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, სასამართლომ დააკმაყოფილა British Evening Standard- ის სარჩელი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ იზატ ხანიმ ჯავადოვა, რომელიც „იბიცაში“  წვეულებების ორგანიზატორია და გამოდის ფსევდონიმით  მიქაელა ჯავი  და მისი მეუღლე სულეიმან ჯავადოვი მჭიდრო კავშირში იმყოფებიან  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან.

კერძოდ, ჯავადოვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  ბიძაშვილია,  აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის  ძმის ჯალალ ალის ქალიშვილი. ის მინიმუმ ათი წლის წინ ჩავიდა ლონდონში და შეძლო ვიზის მიღება.

დიდი ბრიტანეთის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნული სააგენტო (NCA) ბრალს დებს  წყვილს ლონდონში ცხოვრების დასაფინანსებლად დანაშაულებრივი ფულის გამოყენებაში. სააგენტო ახლა ცდილობს დაბლოკოს მათი მრავალმილიონიანი საბანკო ანგარიშები.

წყვილს აქვს რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების  სახლები და ბინები ლონდონში, ვილა და ლუქსის კლასის ბინა იბიცაში, ასევე ქონების დიდი პორტფელი აზერბაიჯანში. ასევე ცნობილია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიძაშვილმა  დააფუძნა ორგანიზაცია ლონდონში, რომელიც აწყობს წვეულებებს ქალაქში, აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებებს ესპანეთში, იბიცაში.

სასამართლო განხილვა დაიწყება შემდეგ კვირას, კრიმინალის  ეროვნული სააგენტოს მიერ.  სააგენტო ითხოვს  წყვილის ანგარიშებიდან დაახლოებით  6.5 მილიონი ფუნტის კონფისკაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button