მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, საკუთარ სახლში G-7-ის ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში, საკუთარ სახლში G-7 ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მეგობრულ გარემოში მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით “მარტივი გადაწყვეტილებისა და შედგების ” ოფისის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
“მოხარულები ვართ რომ ელჩები ჩვენი ოფისის საქმიანობას მხარს უჭერენ. უკრაინა ამოძრავდა, თუმცა ეს ის ტემპი არაა რომელსაც მე ვისურვებდი. თუ ჩვენი ოფისის მიერ შემუშავებული გეგმების მეოთხედი შესრულდება, საკუთარ მისიას, რაც უკრაინელების ცხოვრების გაუმჯობესება, კორუფციასა და ბიუროკრატიასთან ბრძოლაა, შესრულებულად ჩავთვლი. ამ ბრძოლაში საერთაშორისო მხარდაჭერა სასიხოხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.