ქალთა და ვაჟთა მსოფლიო ჭადრაკის თასის გათამაშება იწყება 10 ივლისს, რუსეთის ქალაქ სოჭში. ამის შესახებ აცხადებს სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
მამაკაცთა ტურნირში სომხეთი წარმოდგენილი იქნება 5 მოჭადრაკით: ლევონ არონიანი, გაბრიელ სარგსიანი, ჰოვჰანნეს გაბუზიანი, ჰაიკ მარტიროსიანი და შანტ სარგსიანი. ეს სომხეთისთვის რეკორდული რიცხვია. 2005 წლის შემდეგ ჩატარებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე სომეხ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 იყო.
ქალთა ტურნირში სომხეთს წარმოადგენს სომხეთის ქალთა ნაკრების ლიდერი ელინა დანიელიანი.