
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი ეწვია ერებუნის აეროპორტს, სადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გაგიკ ასლანიანმა და რუსეთის სამხედრო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე პეტროვმა წარმოადგინეს საავიაციო საშუალებები და მათი ტექნიკური მახასიათებლები.
როგორც ,,არმენპრესს“ აცნობა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი სამხედრო თვითმფრინავების კაბინაში გაეცნო მათ შესაძლებლობებს. ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს ასევე გადაეცა სამხედრო თვითმფრინავების შეიარაღების რამდენიმე ნიმუში.
წყაროს ცნობით, ვიზიტის დროს განიხილეს ორი ქვეყნის სამხედრო საავიაციო ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის მდგომარეობა, ერთობლივი საბრძოლო მორიგეობის მიმდინარეობა და სამომავლო პროგრამები.