ეკონომიკასაზოგადოება

4 000 დახურული რესტორანი – პანდემიის მძიმე შედეგები

,,მთვარი არხი” წერს, რომ პანდემიის მძიმე შედეგები – 4 000-მდე კვების ობიექტი დაიხურა, არც საერთო რაოდენობის 40%-ია, გადარჩა მხოლოდ 2 000.

როგორც რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, აქვთ შეთავაზება ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომ რესტორნებში 50 ადამიანზე ღონისძიებების გამართვის ნებართვა მისცენ და აპირებენ ეს გეგმა ხელისუფლებას გააცნონ.

რესტორატორების თქმით, ობიექტების დახურვის მიზეზი კომპლექსურია, თუმცა ძირითადი მიზეზი მაინც ის გახდა, რომ მფლობელები იჯარას ვეღარ იხდიდნენ, ასევე გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები.

გარდა ამისა, რესტორატორები ე.წ. შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აქვთ ინფორმაცია ზოგიერთ რესტორანში 100 და 200 სტუმარზე წვეულებები იმართება, თუმცა ამ ობიექტებს არავინ აჯარიმებს, დანარჩენებს კი სახელმწიფო დაწესებული რეგულაციების დაცვა უწევთ.

ნახეთ მეტი
Back to top button