COVID-19. 1600 გარდაცვალება 80 ათასი პაციენტიდან, 80 ათასი ვაქცინაცია, და არც ერთი ცუდი შედეგი. ტიგრან ავინიანმა გააკეთა შედარება

დღეისათვის სომხეთში ჩატარებული 80,000 ვაქცინაციიდან უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევები არ აღინიშნება, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებული 80,000 ადამიანიდან გარდაიცვალა 1600. ,,არმენპრეს“ -ის გადმოცემით, ამის შესახებ აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ თათბირზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განიხილვა.
”ჩვენ დღემდე არ გვაქვს ცუდი შემთხვევები 80,000 ვაქცინაციიდან, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებული 80,000 ადამიანიდან 1600 ადამიანი გარდაიცვალა. “ეს ადასტურებს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა. სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ვაქცინაციის მოცულობის გაზრდას”, – თქვა ტიგრან ავინინმა.