კულტურამთავარი

არტაკ ბეგლარიანი დარწმუნებულია, რომ რუსი სამშვიდობოები დიდხანს იქნებიან არცახში

არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი არტაკ ბეგლარიანი ხედავს ორ მთავარ ნაბიჯს არცახიდან ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად: გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საცხოვრებლის საკითხების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. „არმენპრესის,, მიხედვით, ამის შესახებ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა  არტაკ ბეგლარიანმა, ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პროგრამებზე მუშაობს არცახის მთავრობა ემიგრაციის აღმოფხვრის მიზნით, პასუხის გაცემისას.

”რა თქმა უნდა, უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. ადამიანებმა აქ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და დაგეგმონ თავიანთი ხანგრძლივი ცხოვრება. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ომისშემდგომი პერიოდისგან – 2020 წლის ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, განსხვავებით, ჩვენთვის, ხალხისთვის უკვე გასაგებია, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბევრი ელოდა. ჩვენი მოლოდინი უარესი – უარყოფითი იყო, ვიდრე რეალობა. ეს აძლევს დამატებით დადებით ტენდენციებს, დადებით იმედს ჩვენს საზოგადოებას, რომ მას შეუძლია დაგეგმოს გრძელვადიანი ცხოვრება ”, – აღნიშნა ბეგლარიანმა.

სახელმწიფო მინისტრი ასევე შეეხო იმ შეშფოთებას, თუ რა მოხდება ხუთი წლის შემდეგ, როდესაც დასრულდება რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადა არცახში. ბეგლარიანი ცალსახად თვლის, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა არ შემოიფარგლება ხუთი წლით.

”დრო აჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება, ზესახელმწიფოები აჩვენებენ თავიანთი ქმედებებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ გვეყოლება რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვის არმია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას დროთა განმავლობაში”, – დაასკვნა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button