მთავარიპოლიტიკა

არცახი არ მიიღებს აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლის არცერთ ვარიანტს: არტაკ ბეგლარიანი

არცახის  სახელმწიფო მინისტრი არტაკ ბეგლარიანი ირწმუნება, რომ არცახის  ხელისუფლება და არცახელი ხალხი არ მიიღებს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნის არცერთ ვარიანტს.

ბეგლარიანმა ამის შესახებ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  უპასუხა რა  ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა თქვას დანამდვილებით, რომ არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არასოდეს შევა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პირობები გაცილებით რთულია, ბევრად უფრო რთული, ვიდრე ომამდელ პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ, როგორც ჩანს, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობები, რომ ჩვენი თვითგამორკვევის უფლების დაცვა ბუფრო ხაზგასმულად შევძლოთ“, – თქვა ბეგლარიანმა.

არცახის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის აღქმადია თვითგამორკვევის უფლება არგუმენტების თვალსაზრისით, რადგან კონფლიქტის მოგვარების სამი ძირითადი პრინციპიდან ორი უკვე მოძველებულია.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომის გამო ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები უკვე მოძველებულია. რჩება თვითგამორკვევის უფლების აღიარების პრინციპი, საერთაშორისო საზოგადოებამ და ეუთოს მინსკის ჯგუფმა ეს კარგად იციან. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ბრძოლას. რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკამ ასევე უნდა გამოიჩინოს  აქტიური ძალისხმევა. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული დადებითი პროგრესი ამ მხრივ ”, – დაასკვნა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button