მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს კონგრესის კომიტეტი განიხილავს დოკუმენტს ფინანსური დახმარების შესახებ: სომხეთს 50 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას სთავაზობენ

აშშ-ს პალატის ასიგნირების კომიტეტი განიხილავს მომავალი წლის ფინანსური დახმარების დოკუმენტს. ის სომხეთის რესპუბლიკას სთავაზობს მინიმუმ 50 მილიონ დოლარს, ხოლო არცახის  განაღმისათვის ორ მილიონ დოლარს. ამის შესახებ ამერიკის სომხური ყრილობის  პრესსამსახური აცხადებს.

დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია შესაბამისი ქვეკომიტეტის მიერ. განსახილველ კანონპროექტში ასევე იკრძალება იარაღის მიყიდვა თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურისთვის. დოკუმენტი  იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს რეზოლუციის 907-ე მუხლს, რომელიც ზღუდავს აზერბაიჯანისთვის აშშ-ს მთავრობის დახმარებას.

907-ე რეზოლუცია, რომელიც ძალაში შევიდა 1992 წელს, აუქმებს  აშშ-ს უშუალო დახმარებას ბაქოსთვის, სანამ ეს უკანასკნელი სომხეთის ბლოკადას აწარმოებს.  2001 წლიდან ყოველწლიურად  ეს დებულება უქმდება  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში სომხური ლობისტური ჯგუფები მუშაობდნენ მის ხელახლა დასამტკიცებლად.  ”საგარეო ასიგნირების კომიტეტი შეშფოთებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის ფინანსური ასიგნებების უთანასწორობით, რაც შესაძლებელი გახდა 907-ე  რეზოლუციის ყოველწლიური გაუქმებით,  რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო მდივანი”, – ნათქვამია კონგრესში გავრცელებულ დოკუმენტში.

ნახეთ მეტი
Back to top button