მთავარისაზოგადოება

ირანიდან სომხეთში მომავალ სატვირთო მანქანაში, რომლის მძღოლიც თურქეთის მოქალაქეა, იპოვნეს 97 კგ ჰეროინი

ირანიდან სომხეთში მომავალ სატვირთო მანქანაში 97 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს, რომლის მძღოლიც თურქეთის მოქალაქეა. ინფორმაციას სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ავრცელებს და დასძენს, რომ ჰეროინი იპოვეს იმ სატვირთო მანქანის მძღოლთან, რომელიც ირანიდან “აგარაკის” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მივიდა.

”სატვირთო მანქანის საბაჟო შემოწმების შედეგად, მისაბმელის  სახურავის წინა ნაწილში აღმოჩენილი იქნა  119 შეკვრა, საერთო წონით 97 კგ ჰეროინი. ეს არის  მიმდინარე წლის მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა “, – ნათქვამია სშკ-ს  განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინათ კიდევ ერთი, 365 კგ საერთო წონის მქონე ჰეროინი აღმოაჩინეს.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ამჯერად,  ნაპოვნი ჰეროინის საბაზრო ღირებულება 10-11 მილიონი დოლარია.

ნახეთ მეტი
Back to top button