საერთაშორისო

საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებისკენ მიმავალ გზებს განაახლებს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის 106,7 მლნ ევრო გამოუყო, იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზება – ქვეყანაში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით შეკეთდება ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთი: ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30-კილომეტრიანი მონაკვეთი და რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება თანამედროვე და უსაფრთხო გზა, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button