საზოგადოება

სომხეთი მეორე ქვეყანაა შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც ამიერიდან პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება მოხდება

1 ივლისიდან ძალაში შევიდა სომხეთის რესპუბლიკის კანონი პატენტების შესახებ, რომელიც არეგულირებს ქონებრივ-პიროვნულ ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია გამოგონებების შექმნასთან,  სამართლებრივ დაცვასთან და გამოყენებასთან.

”ახალი კანონის მიღებით, სომხეთი ხდება მეორე ქვეყანა მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც გაახორციელებს პროგრამულ ლიცენზირებას. კომპიუტერული პროგრამების საიმედო დაცვა შექმნის სომხეთში  ხელსაყრელ პირობებს სტარტაპეებისთვის,  ინოვაციური ავტორებისთვის ინტელექტუალური ღირებულების შესაქმნელად  და სომხეტში ლიცენზირებისათვის. განხორციელებული ცვლილებები და სომხეთში სალიცენზიო პროცესის ორგანიზების სიჩქარე და სიმარტივე წინაპირობებს შექმნის სომხეთის უფრო ხელსაყრელი პოზიცირებისთვის, ქვეყანაში ინოვაციებისა და მდგრადი ტექნოლოგიური განვითარებისათვის, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის“, -აღნიშნა ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა  ქრისტინე ჰამბარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button