საზოგადოება

სომხეთში ასაკობრივი ზღვარი “Sputnik-V” – ით ვაქცინაციისთვის გაუქმდა

1 ივლისიდან  სომხეთის რესპუბლიკაში  “Sputnik-V” ვაქცინით ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც რისკ -ჯგუფებში, ასევე 18 წელზე მაღალი ასაკის მქონე პირებზე ნებაყოფლობით.

ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

”ადრე Sputnik-V ვაქცინებით ვაქცინაცია მხოლოდ 18 წლის ქრონიკულ პაციენტებს, 18-54 წლის ჯანდაცვის მუშაკებს, სოციალური დაცვის ცენტრების მაცხოვრებლებს და თანამშრომლებს შეეძლოთ”, – თქვა ჯანდაცვის სამინისტრომ.

ამრიგად, სომხეთში COVID-19 საწინააღმდეგო სამივე ვაქცინით – “AstraZeneca”, “Gam-Kovid-Vak” (Sputnik-V), “Koronavak”, შეიძლება მოხდეს ვაქცინაცია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებზე  ნებაყოფლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button