მთავარიპოლიტიკა

არცახის გარეშე სომხეთის სახელმწიფოებრიობა გახდება გეოპოლიტიკური ინვალიდი: არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი

არცახის გარეშე სომხეთის სახელმწიფოებრიობა გახდება გეოპოლიტიკური ინვალიდი. ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის „ახალი ამბების სააგენტოსთან“  საუბრისას არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.

„ცხადია, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღს დატოვებენ, ყარაბაღს მომავალი არ ექნება. მას არც აზერბაიჯანში შეიძლება ჰქონდეს მომავალი. ის ფაქტი, რომ რუსი სამშვიდობოების წასვლის შემდეგ, აზერბაიჯანი შეეცდება საკითხის ძალით მოგვარებას, უკვე ეჭვს არ იწვევს“.

რუსი სამშვიდობოების ყოფნა უნდა შენარჩუნდეს კონფლიქტის მოგვარებამდე და ჩვენ ჯერჯერობით შორს ვართ მისი მოგვარებისგან. ყარაბაღის სუბიექტურობის შენარჩუნებას დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ ვითარებაშიც ყარაბაღი წყვეტს არაერთ გლობალურ გეოპოლიტიკურ პრობლემას. ეს ყველამ იცის.

”სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყველანაირად მხარი დაუჭიროს ყარაბაღის სუბიექტურობას და გააცნობიეროს, რომ სომხური სახელმწიფოებრიობა არცახის  გარეშე  გახდება გეოპოლიტიკური ინვალიდი და შემდეგ მთლიანად დაკარგავს არა მხოლოდ თავის სუბიექტურობას, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მან უბრალოდ შეწყვიტოს  არსებობა“, – განაცხადა დავით ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button