კულტურა

„სომხები და ქართველები – დუბლი2“; აჩი ფურცელაძემ და გაგიკ ეზაკიანმა ახალი სიმღერა ჩაწერეს

აჩი ფურცელაძემ რუსეთიდან და გაგიკ ეზაკიანმა სომხეთიდან ჩაწერეს თავიანთი ჰიტის გაგრძელება სახელწოდებით “სომხები და ქართველები – დუბლი2”.

ფურცელაძისა და ეზაკიანის პირველი სიმღერა “სომხები და ქართველები მუდამ კამათობდნენ” ჰიტად იქცა და ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, მომღერლებმა გადაწყვიტეს გაგრძელება  ჩაეწერათ.

თაყვანისმცემლებს მოეწონათ ახალი ვერსია. სიმღერა  ისევ იმას ეხება, თუ როგორ კამათობენ  ქართველები და სომხები განუწყვეტლივ.

”სიმღერის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს“,  „ ბრავო, გიორგი კარაპეტიანო, ძვირფასებო, ეზაკიანო და ფურცელაძევ, ბრავო “,  „გაუმარჯოს ბიჭებს! ” ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს გასაყოფი“,    „ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა და მეგობრობაა”, “დუბლი 3-ს ველოდებით”, – წერენ მომხმარებლები.

ნახეთ მეტი
Back to top button