კულტურამთავარი

ფრუნზიკი. ნაღვლიანი თვალებით კომიკოსი თბილისში

4 ივლისს პოპულარული მსახიობი მჰერ მკრტჩიანი 91 წლის გახდებოდა. კინო-თეატრის დიდი კომიკოსი ახსოვთ თბილისშიც, სადაც ამ დღეებში ყოველწლიურად ფილმ “მიმინოს” გმირების ქანდაკებას ყვავილებით ამკობენ.

შემთხვევითი არ არის, რომ იგი სომხურ-ქართული მეგობრობის ელჩად ითვლება და ფილმი “მიმინო” ამ მეგობრობის სიმბოლოა.

“მხიარული კომიკოსი სევდიანი თვალებით” არის საქართველოს სახალხო არტისტი. მას უყვარდა საქართველო, მოსწონდა რუსთაველის გამზირზე სიარული, ქართველი გულშემატკივრების გარშემო შეკრება. აქ ბევრმა იცის მისი მონაწილეობით ფილმების ფრთოვანი გამონათქვამები.

“მიმინო” სომხურ-ქართული მეგობრობის ერთ-ერთი სიმბოლოა, სადაც მჰერ მკრტჩიანი თამაშობს გამოჩენილ ქართველ მსახიობ ვახტანგ კიკაბიძესთან.

ქართველი კინორეჟისორის, გიორგი დანელიას ფილმები “მიმინო”, “არ დაიდარდო” და სხვა ფილმები, რომელშიც მონაწილეობენ ფრუნზიკი და კიკაბიძე, ბუბა, ასახავს სომხებსა და ქართველებს შორის ნამდვილ ურთიერთობებს.

”ფილმი გვიჩვენებს მეგობრობას ორ ერს შორის. ჩვენი მეგობრობა ასევე არის შეჯიბრი, რადგან მათ ყოველთვის უნდათ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს ვისი წყალი უკეთესია ან პირველი, ვისი ნაყოფი უფრო ტკბილია და ა.შ. ,,რადიოლურს“ ეუბნებიან ქართველი მოსაუბრეები, და იხსენებენ საბჭოთა პერიოდის კომედიის ცნობილ გამონათქვამს – «Валико Джан, у нас в Дилижане в кухне открываешь простой кран, вода течет второе место занимает в мире․․․» ․․․ ‘’

კიკაბიძე ყვება, რომ ერთ დღეს, ახალი ამბების მოსმენისას, მან ფრუნზიკს დაურეკა დილის ოთხ საათზე და უთხრა: “ამერიკის ხმა” იუწყება სომხების შესახებ, ბოდიში, რომ ამ დროს გაწუხებ, მაგრამ უნდა მოგიყვე: თურმე სომხეთში არქეოლოგებმა ქვა იპოვნეს, მასზე წერია: ”სომხეთის კომკავშირი 500 წლისაა”. ვუთხარი და ველოდები მის სიცილს. ის კი გაჩუმდა და შემდეგ თქვა: “ბუბა ჯან, იმ არქეოლოგებს ამ ქვის პოვნა დილის 12 საათზე არ შეეძლოთ? გამოვიძინებდი მაინც”.


კიკაბიძის თქმით, ფრუნზიკი ერთ-ერთი უნიკალური კომიკოსი იყო, რომელიც სერიოზული სახით ხუმრობით გამოირჩეოდა.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან თქვა: “ჩვენ ძმები ვართ, მე არ მომწონს სიტყვა მეგობრობა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს”.

კიკაბიძეს ახსოვს, რომ სანამ ფრუნზიკი ერევანში დაპირებულ ვოლგას ელოდა, მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შარდნაძემ, როცა შეიტყო, მაშინვე აჩუქა მას ვოლგა.

მისი ბოლო ვიზიტი საქართველოში 1993 წელს იყო, როდესაც მას ავლაბარში, გარი დავთიანის თოჯინების სახლში უმასპინძლეს. სახლის უფროსი, მარიონეტების შემქმნელი ჟანა დავთიანი იხსენებს:

”1993 წლის შემოდგომა იყო, თბილისში სიბნელე და სიცივე იყო, არ იყო სინათლე და გაზი, არტისტმა უთხრა გარის: ”შენ გიჟი ხარ? ხალხი ტანჯვაშია, შიმშილია, ომი, ხალხი ერთმანეთს ესვრის, შენ კი თითქოს არაფერი არ მომხდარა  თოჯინებით თამაშობთ, ქმნი თოჯინას”. გარიმ უპასუხა: ”დროა გავახაროთ ხალხი”. მსახიობმა კი უთხრა: “ამ შემთხვევაში, შექმენი თოჯინა ჩემი სახით, ჩვენ ვიმოგზაურებთ მთელს მსოფლიოში სიხარულის გასავრცელებლად”.

მაგრამ, ფრუნზიკმა ვერ მოასწრო ენახა თავისი გამოსახულებით ბედნიერი და მოწყენილი თოჯინა, მოწყენილი თვალებით, დიდი ცხვირით, რომელიც დღეს ავლაბრიდან სიხარულს ავრცელებს.

ფრუნზიკის გამოსახულებით შექმნილი თოჯინა დღეს გარი დავთიანის თოჯინების სახლში ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი თოჯინაა, ის განაგრძობს თავისი ,,არტისტული ოსტატობით“ ააღელვოს როგორც უფროსები, ასევე პატარები, სიკეთე გადასცეს ყველა ვიზიტიორს.

გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button