მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა ვიხმაროთ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს ალიევის რეჟიმის მხარდაჭერა. ადამ შიფი

აშშ-ს კონგრესმენმა ადამ შიფმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სომეხი სამხედრო ტყვეების ბედთან დაკავშირებით და აზერბაიჯანისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ შიფმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

”დამანგრეველი კონფლიქტიდან და წარმოუდგენელი ტანჯვიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ, აშშ წარმომადგენელთა პალატის სომხეთის კომიტეტის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, 52 მილიონ დოლარზე მეტის დაფინანსების უზრუნველყოფა შევძელით  სომხეთისა და არცახისთვის ბოლო დროს წარმოდგენილ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ხარჯების კანონპროექტში. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს სომხეთის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ რეფორმებს და გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს არცახს.

მაგრამ ჩვენი მუშაობა არ დასრულებულა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევები, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ მიიღოს ყველა შესაძლო დიპლომატიური ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად და უზრუნველყოს სომეხი სამხედრო ტყვეების და პატიმრების დაუყოვნებლად გათავისუფლება, რომლების მიმართაც მოპყრობით სასტიკად დაარღვეს ადამიანის უფლებები საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეწყვიტოს აშშ-ს მხარდაჭერა ალიევის რეჟიმის მიმართ, რომელიც განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას და ემუქრება სომხეთის დამოუკიდებლობას”.

ნახეთ მეტი
Back to top button