
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით დასაწყისში, ან საერთოდ არ ითანამშრომლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან სომეხი ტყვეების საკითხთან დაკავშირებით, ან ზერელედ უყურებდა საკითხს, მუდმივად არღვევდა სასამართლოს მიერ გამოყენებულ შუალედურ ზომებს. ამის შესახებ ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშისომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა. სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე შეიტანა განცხადებები 44 – დღიანი ომის დაწყებიდან ინტერნეტში გავრცელებული მტკიცებულებების, დაკავებულთა დაკითხვის და სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ გადაუდებელი დროებითი ზომების გამოყენების მოთხოვნით, რომელთა უმეტესობა დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.
”ამის საშუალებით, რა თქმა უნდა, განხორციელდა აზერბაიჯანისგან იურიდიულად სავალდებულო ინფორმაციის მოპოვება, რაც დაავალდებულებს დაკავებულების მიმართ სათანადო მოპყრობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, რათა არ დაირღვეს მინიმუმ ორი ძირითადი მუხლი, მეორე და მესამე მუხლები -სიცოცხლის უფლება და წამება”, – თქვა კირაკოსიანმა. სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი არ იხსენებს არცერთ საქმეს, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ არ დაარღვია სასამართლოს მიერ დადგენილი ვადები.
”აზერბაიჯანის მსგავსმა საქციელმა გვიბიძგა, რომ თხოვნით მიგვემართა სასამართლოსთვის შეატყობინოს ევროპის საბჭოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც უფლებამოსილია გააკონტროლოს ევროპული სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილებების შესრულება. განცხადება გაკეთდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა მინისტრთა კომიტეტში, რბილად რომ ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი არ იყო, რადგან, სამწუხაროდ, ვერ ვხედავდით ამ საკითხის განხილვას ან შედეგს, რატომღაც, ალბათ პოლიტიკური მიზეზების გამო, ”- დაასკვნა კირაკოსიანმა.