მთავარიპოლიტიკა

ვისაც გსურთ საქართველოში ეთნიკური მტრობის დათესვა, ამაოდ ნუ ოცნებობთ: ვან ბაიბურდი

ვან ბაიბურდმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრჩეველმა, „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ ინციდენტზე ბათუმში, რის შემდეგაც მარტუნიკ უსტიანი დაჭრეს.

როგორც ვან ბაიბურდი ირწმუნება,  იგი პირადად იყო დაინტერესდა სომეხი ახალგაზრის ჯანმრთელობით.   ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი არის საქართველოს მოქალაქე, პუბლიცისტ მერუჟან ტერ-გულანიანის თანამემამულე, სოფელ გომანის მკვიდრი, ხოლო დამნაშავე  აზერბაიჯანის მოქალაქეა.

„ასეთი ინციდენტი შეიძლება მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მოცემულ  შემთხვევაში საქართველოში დარეგისტრირდა ხულიგნური ფაქტი. მოდით, წყალს  ნუ ვუსხამთ მათ წისქვილზე, ვისაც სურს აჩვენოს, რომ საქართველოში სომეხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტია. არცახის  ომის დროს არსებობდნენ ძალები, რომელთაც სურდათ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.  ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ადგილობრივი სომხურ-აზერბაიჯანული თემების წარმომადგენლებმა მოუწოდეს თავი აერიდებინათ  პროვოკაციებისათის”, – თქვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა.

როგორც ბაიბურდმა  თქვა,  საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩართულიყო სომხეთ – აზერბაიჯანის კონფლიქტში 44 – დღიანი არცახის ომის დღეებში. მისივე თქმით, შეიძლება არსებობდნენ სახელმწიფოები, რომლებიც ამაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა.

„როგორც სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებენ ინფორმაციას,  ვინც სომეხი ახალგაზრდა დაჭრა არის აზერბაიჯანის მოქალაქე. სამწუხაროდ, მათ   თავიანთ ქვეყანაში  გამუდმებით ესმით სომეხთა  მტრული განწყობის შესახებ, რამაც შეიძლება მრავალი ასეთი ინციდენტი გამოიწვიოს, მსხვერპლიც კი.  აზერბაიჯანში მტრული პროპაგანდა მართლაც მაღალ დონეზეა,  საჭიროა გონს მოვეგოთ“,  – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობით და ჰარმონიულად, ამიტომ „ვისაც გსურთ საქართველოში ეთნიკური მტრობის დათესვა, ამაოდ ნუ ოცნებობთ“, – დაასკვნა ბაიბურდმა.

ნახეთ მეტი
Back to top button