კულტურა

თბილისის სომხური თეატრი გასტროლებისათვის ემზადება

როგორც „ალიქ მედია“ აქვეყნებს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ემზადებიან ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გასტროლებისთვის.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა თქვა, რომ გასულ წელს მომზადდა საკონცერტო პროგრამა “თბილისის სომხური თეატრის მსახიობები ცეკვავენ, მღერიან და ხუმრობენ”, რადგან იცოდნენ, რომ დარბაზებში თამაში აკრძალულია, მათ გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ღია ცის ქვეშ. პირველი სპექტაკლი ჩატარდება 11 ივლისს ნინოწმინდაში, 12 ივლისს ̶ სოფელ ჰეშტიაში და 13 ივლისს კი ̶ ახალქალაქის ცენტრში.
„სამომავლოდ გადაწყვეტილი გვაქვს იგივე პროგრამით ახალციხის სომხურ სოფლებში გამოსვლა, შემდეგ ქვემო-ქართლში. ეს ორი ტური შეიძლება დააფინანსოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ჩვენ ველოდებით. გამოცხადებულია კონკურსი და ჩვენც მონაწილეობა მივიღეთ, იმედი მაქვს, რომ ამ კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული უნდა ვიყოთ. აგვისტოში ვგეგმავთ ორდღიან ტურს ბათუმში, აჭარის დედაქალაქში, სადაც ვაჩვენებთ “ძველ ქართულ ვოდევილებს”, აღნიშნა ბაიანდურიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button