
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი 7 ივლისს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში შედგება. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან. ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ სომხურ-რუსულ სტრატეგიულ დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეები ასევე იმსჯელებენ 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი დეკლარაციების შესრულების, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებზე.