აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 750 არცახელი დაიღუპა, მათგან 81 სამოქალაქო პირი

აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ დაიღუპა არცახის 750, დაშავდა – 163 მშვიდობიანი მოქალაქე, ტყვეობიდან დაბრუნებული 103 ადამიანიდან 23 არის არცახის რესპუბლიკის მოქალაქე.
ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა გამოაქვეყნა მონაცემები აზერბაიჯანის აგრესიის გამო დაღუპული, გაუჩინარებული, ტყვედ წაყვანილი და ტყვეობიდან დაბრუნებული არცახის რესპუბლიკის მოქალაქეების შესახებ.
არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის მიერ 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული ფაქტების შემგროვებელი ჯგუფის მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ დაიღუპა არცახის 750, დაშავდა – 163 მშვიდობიანი მოქალაქე, ტყვეობიდან დაბრუნებული 103 ადამიანიდან 23 არის არცახის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაშავდა 163 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ დროისთვის სახალხო დამცველს არ აქვს დაჭრილი სამხედროების ზუსტი რაოდენობა.
დადასტურებული მონაცემებით, არცახის რესპუბლიკის 83 მკვიდრი დაკარგულად ითვლება, რომელთაგან 23 მშვიდობიანი მოქალაქეა.