მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი დაინტერესებულია კუხო– სთან თანამშრომლობით

აზერბაიჯანი დაინტერესებულია კუხო– სთან თანამშრომლობით, იუწყება haqqin.az.

”1 ივლისს დუშანბეში გაიმართა კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას კუხოს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტი. შესაბამისი წინადადება წარადგინა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება. ვოლოდინმა სპეციალურად აღნიშნა, რომ პარტნიორებს არ ექნებათ გადამწყვეტი ხმა კუხოს სტრუქტურებში, მაგრამ მათ უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დოკუმენტების მომზადებაში და კოლექტიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. მან აღნიშნა, რომ რიგი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ევრაზიის ინტეგრაციის საკითხებით სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან პარტნიორი სტატუსის მისაღებად. მათ შორის მან ახსენა აზერბაიჯანი და პაკისტანი”, – წერს აზერბაიჯანული მედია.

ნახეთ მეტი
Back to top button