მთავარიპოლიტიკა

სომეხი ტყვეების დაბრუნებაზე მუშაობა გაგრძელდება: რუსეთის ელჩი

სომეხი ტყვეების დაბრუნება აზერბაიჯანიდან   რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა და დასძინა, რომ ტყვეების დაბრუნებისათვის მუშაობა გრძელდება.

”ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ტყვეები  უნდა გაცვლილიყვნენ „ყველა – ყველაზე“  პრინციპით.  ახლა კი ჩვენ ვცდილობთ  ამ პრობლემის მოგვარებას ისე, როგორც ეს შესაძლებელია.  ვიმეორებ, რომ ეს საკითხი ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა უდავოდ გაგრძელდება”, – თქვა სერგეი კოპირკინმა.

3 ივლისს, რუსეთის შუამავლობით, 15 სომეხი სამხედრო ტყვე დაბრუნდა სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button