კულტურამთავარი

სომხეთში ჩატარდება ფესტივალი “STARMUS FESTIVAL VI: 50 წელი მარსზე“

ფესტივალი  “STARMUS FESTIVAL VI: 50 წელი მარსზე“,   ეძღვნება მარსზე პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს. ის  ჩატარდება  2022 წლის 5-11 სექტემბერს. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ფესტივალი ტენერიფის ასტროფიზიკის საზოგადოებაში პირველად 2011 წელს ჩატარდა. მას აქვს ტექნოლოგიური ორიენტაცია და აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიას.

სომხეთში ცასატარებელი ფესტივალის პროგრამა  ითვალისწინებს კონგრესებისა და კონფერენციების სერიას, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას უნიკალურად წარუდგენს მეცნიერებას, ხელოვნებას და მუსიკას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ათობით მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ინჟინერი და ასტრონავტი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, მსოფლიო მუსიკალური ვარსკვლავები. ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა ტურისტების მისაზიდად,    სომხეთის პოზიციების გასაძლიერებლად  მსოფლიო მეცნიერებისა და ხელოვნების რუკაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button