
რუსი სამშვიდობოების განლაგების შემდეგ არცახში ვითარება სტაბილურია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
სომხეთის საზღვარზე მდგომარეობასთან დაკავშირებით ფაშინიანმა აღნიშნა:„სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არ არის სტაბილური. ბოლო ორი თვის განმავლობაში აქ სიტუაცია არასასიამოვნო იყო,რაც შეშფოთებას იწვევს” – თქვა ფაშინიანმა.
როგორც მან თქვა, წელს ეს უკვე მესამე შეხვედრაა პუტინთან მოსკოვში, რაც ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მძლავრ ურთიერთობას.თუმცა შეხვედრებისას უფრო ხშირად უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, რადგან ვითარება რეგიონში არასტაბილურია.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის, თუ რა როლი ითამაშა პუტინმა და საერთოდ რუსეთმა არცახის 44 რიანი ომის დასრულების საქმეში.