ამიერიდან სომხეთში უცხოელებს ვაქცინაცია შეეძლებათ მხოლოდ მობილურ წერტილებში
ბევრი უცხოელი ჩამოდის სომხეთში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის, რის შედეგადაც რიგები იქმნება პოლიკლინიკებში, განსაკუთრებით ერევნის ცენტრში. “არმენპრეს”-ის გადმოცემით ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასაწყისში აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა.
მისივე თქმით, გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიკლინიკები მოემსახურებიან მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს, მათ, ვინც აქ ბინადრობის უფლებით ცხოვრობს.
”ხოლო უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების ვაქცინაცია შესაძლებელია ღია ადგილებში განთავსებულ მობილურ წერტილებში. ვიმედოვნებთ, რომ ამ რიგების პრობლემა გაქრება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვაქცინის არსებობა, სახელმწიფომ ყველა ღონე იხმარა, მის უზრუნველსაყოფად და მოქალაქეებისათვის უფასოდ მისაწოდებლად. და, ალბათ, ჩვენი მოქალაქეები, უცხოელების მძაფრი რეაქციის დანახვაზე, უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ამ სიკეთის გამოყენებით”, – აღნიშნა ანაჰიტ ავანესიანმა.