მთავარიპოლიტიკა

განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები

8 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რფ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვთან.

საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონებში, გეღარქუნიქისა და სიუნიკის რეგიონებში არსებულ ვითარებას, მისი გადაჭრის გზებს, ასევე განიხილეს არცახის რესპუბლიკაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მისიის შესრულება.

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და ვალერი გერასიმოვმა ისაუბრეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს დღეებში სომხეთში მოსალოდნელ  რუსეთის თავდაცვის მინისტრის დელეგაციის ვიზიტის მოლაპარაკებების დღის წესრიგზე,  ორმხრივ პროგრამებსა და მოქმედებებზე, ასევე სომხეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებულ ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესზე.

ნახეთ მეტი
Back to top button