
8 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რფ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვთან.
საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონებში, გეღარქუნიქისა და სიუნიკის რეგიონებში არსებულ ვითარებას, მისი გადაჭრის გზებს, ასევე განიხილეს არცახის რესპუბლიკაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მისიის შესრულება.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და ვალერი გერასიმოვმა ისაუბრეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს დღეებში სომხეთში მოსალოდნელ რუსეთის თავდაცვის მინისტრის დელეგაციის ვიზიტის მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, ორმხრივ პროგრამებსა და მოქმედებებზე, ასევე სომხეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებულ ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესზე.