ეკონომიკა

ივნისში საქართველოში 146 664 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ 2021 წლის ივნისში საქართველოში 146 664  საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 108 749 ვიზიტორით, ანუ 286.8%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი – 120 619 ვიზიტორი ევროპიდან შემოვიდა. ხოლო ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

ტურიზმის სექტორი ერთ წელზე მეტია, თითქმის სრულად გაჩერებულია, თუმცა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აპრილში ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა. ივნისიდან გაიხსნა სახმელეთო საზღვარიც.

ნახეთ მეტი
Back to top button