მთავარისაერთაშორისო

ილჰამ ალიევის ახლო ნათესავებმა მილიონობით დოლარი გაიტანეს აზერბაიჯანიდან

ილჰამ ალიევის ახლო ნათესავებმა მილიონობით დოლარი გაიტანეს აზერბაიჯანიდან.

”ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (OCCRP) ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი სტატია.

Meydan.tv- ს ინფორმაციით, ახალი გამოძიების გმირი არის ილჰამ ალიევის ბიძაშვილი იზეთი, რომელიც  მისი მამის ჰეიდარის კვიდრი ძმის, აკადემიკოს ჯალალ ალიევის ქალიშვილია.

ესპანეთის კუნძულ იბიცაზე წვეულებების მომწყობი კომპანიის “მიქაელა და მეგობრების” DJ Mikaela ესპანურ მედიას ელაპარაკა  იბიცასადმი  სიყვარულის, მუსიკისა და რუსეთში ცხოვრების შესახებ, რომელსაც ის სამშობლოდ თვლის. საქმე ეხება ილჰამ ალიევის ბიძაშვილს იზეთ  ჯავადოვას. ჯავადოვა მისი ქორწინებისშემდგომი გვარია,  ხოლო ფსევდონიმი  აიღო მისი 22წლის ქალიშვილის, მიქაელას საპატივსაცემად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იზეთი და მისი მეუღლე, სულეიმან ჯავადოვი, იყვნენ ბრიტანეთის დანაშაულებთან ბრძოლის  ეროვნული სააგენტოს (NCA) ყურადღების ცენტრში, მილიონობით ფუნტ სტერლინგის გამო, რომელსაც დაეპატრონნენ კორუფციის, ქურდობისა და გაფლანგვის შედეგად.

ჯავადოვებმა 20 ოფშორული კომპანიის ქსელი გამოიყენეს, რომ ამ მილიონები ინგლისურ ანგარიშებზე გაეტანათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ კომპანიების ნაწილი დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ “აზერბაიჯანულ სამრეცხაოსთან”.

პირველად  ცნობა “აზერბაიჯანული სამრეცხაოს” შესახებ 2017 წელს გავრცელდა. ამ „სამრეცხაოს“ საშუალებით აზერბაიჯანული ელიტა  ფლანგავდა და ათეთრებდაფულს, თავს არიდებდა გადასახადებს,  ახერხებდა ევროპარლამენტარების მოსყიდვას და აზერბაიჯანიდან  დასავლეთში გაჰქონდა არალეგალური თანხები, რითაც შემდგომ ქონებას იძენდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იზეთ და სულეიმან ჯავადოვები აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები არ არიან, იზეტის მამა იყო პარლამენტის წევრი, ხოლო სულეიმანის მამა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო გასულ წლამდე.

წყვილმა ჯავადოვებმა გამომძიებლებს განუცხადეს, რომ თანხა აზერბაიჯანში მათი ქონების გაქირავებით გამოიმუშავეს. ამასთან, დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს განუცხადა, რომ მათი რეალური შემოსავალი არ შეესაბამება ლონდონში გაგზავნილ დიდ თანხებს.

საკითხის მოსმენა ივლისში დაიწყება.

ოფიციალურ აზერბაიჯანს ჯერჯერობით  ამ საქმესთან დაკავშირებით  კომენტარი არ გაუკეთებია.

ნახეთ მეტი
Back to top button