მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის მიერთების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება: სტეფანაკერტი

ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის მიერთების ნებისმიერი მცდელობა  წარუმატებლად დასრულდება. ამის შესახებ არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა NEWS.am- თან საუბრისას განაცხადა.

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი  ჩამოყალიბდა 1923 წლის  7 თებერვალს.   რეალურად, ეს არის ყარაბაღის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იმ გაგებით, რომ  ჩაიშალა ყარაბაღის სახელმწიფოებრიობის ძირფესვიანად განადგურების აზერბაიჯანის მცდლობა. გეოპოლიტიკური მიზნებისათვის ხელოვნურად შექმნილ აზერბაიჯანს, რომელმაც თურქეთის დავალებით დაიწყო ყარაბაღის, ზანგეზურისა და სხვა ტერიტორიების მიმართ მოთხოვნების წამოყენება, არ სურდა რაიმე ფორმით ყარაბაღის სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მაგრამ ყარაბაღს იმდენად მნიშვნელოვანი ისტორიული, გეოპოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიის გეოპოლიტიკაში, რომ ყველაზე ძლიერმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეძლო პრობლემის უგულებელყოფა 1923 წელს.

ყარაბაღის სახელმწიფოებრიობა აღდგა ავტონომიური რეგიონის სახით. რა თქმა უნდა, მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ისტორიულად, მთიანი ყარაბაღი, არცახი, გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. ამის მიუხედავად, სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. ამან შესაძლებელი გახადა არცახის  გადარჩენა და განვითარება. ამასთან, ავტონომიური ოლქის სახით, სახელმწიფომ დიდი ხნით ვერ უზრუნველყო ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და პროგრესული განვითარება. ამიტომ სომხეთთან გაერთიანების საკითხი ბევრჯერ იქნა წამოჭრილი.  სხვათა შორის, ყარაბაღი, მაშინაც კი, როდესაც ის ავტონომიური ოლქი იყო, მთლიანად არ იყო აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში. იყო სფეროები, რომლებიც ყველა საკავშირო ცენტრის საკუთრებაში იყო. ყარაბაღის, როგორც ავტონომიური ოლქის სტატუსი გათვალისწინებულია სსრკ-ს კონსტიტუციაში, აზერბაიჯანს არ ჰქონდა  ყარაბაღის სახელმწიფოებრიობის  გაუქმების უფლება, თუნდაც ავტონომიის სახით.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის  არსებობის მოდელი მიუღებელია. პირველ რიგში, აზერბაიჯანმა თავად აჩვენა ამ მოდელის  დაუშვებლობა. ჩვენმა ხალხმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ, რადგანაც მასზე კონტროლი უკვე ბაქოს აღარ ეკუთვნოდა. აზერბაიჯანმა მოახდინა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაცია და გვიჩვენა, თუ  როგორ წარმოუდგენია მას ჩვენი მომავალი.  უკან  გვაქვს მოტოვებული სამი ომი. სხვათა შორის 1998-99 წლეებში აზერბაიჯანმა უარი თქვა საერთო სახელმწიფოს იდეაზე, სადაც ყარაბაღი და აზერბაიჯანი თანაბარი სუბიექტური ერთეული უნდა ყოფილიყვნენ. ეს იდეაც არ მიიღო აზერბაიჯანმა.

ამიტომ, ასეთი სისტემის შექმნის ნებისმიერი მცდელობა კატასტროფას გამოიწვევს. არც ერთი სომეხი არ დარჩება ამ მიწაზე, თუ ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩება. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენთვის ეს წარსული ეტაპია, ისტორიული და პოლიტიკური გვერდი ჩვენი უძველესი ისტორიისა, არც მეტი, არც ნაკლები. ასეთი მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. წარსულს ვერ დავუბრუნდებით”, – აღნიშნა დავით ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button