მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. რამდენად ემთხვევა თურქეთისა და აზერბაიჯანის გეგმები?

”არცახის მეორე ომის შემდეგ პროთურქული განწყობები უფრო გაძლიერდა. თუ მანამდე ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა იდეა “ერთი ერი, ორი სახელმწიფო”, ომისშემდგომ პერიოდში ცდილობენ შეამოწმონ, თუ რა სახის მიღებას იპოვის პერსპექტივა “ერთი ერი, ერთი სახელმწიფო”.

დღეს რამდენადაც არ უნდა მოიხიბლნენ აზერბაიჯანში “დიდი ძმის” დახმარებით და “გამარჯვების” განმტკიცებისა და განვითარების პერსპექტივით, ამის მიუხედავად, დიქტატორები ძნელად დათანხმდებიან ხელისუფლების გაზიარებას. რა თქმა უნდა, ასეთი განწყობები ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და არარსებული ეროვნული იდენტურობის ჩამოყალიბებას, მაგრამ მიზანი სულაც არ არის შერწყმა, თუნდაც აზერბაიჯანის ამჟამინდელი მთავრობისთვის.

იმავდროულად, თურქული მხარე საკმაოდ შორს მიმავალ და ეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რათა პროთურქული განწყობები უფრო ღრმა და ხელშეუხებელი გახდეს. ყოველი ცვლილება იწყება ახალგაზრდა თაობის საჭირო იდეებითა და ღირებულებებით აღზრდის  გზით”.

ნახეთ მეტი
Back to top button