საზოგადოება

ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთში ეპიდემიური სიტუაცია მართვადი გახდა: ანაჰიტ ავანესიანი

სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ მართვადი გახდა ამ უკანასკნელი  ორი-სამი თვის განმავლობაში.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა 9 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„ეპიდემია არის ჯანდაცვის  დიდი ტვირთი, გამოწვევა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისა და ქვეყნის განვითარების ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის”, – თქვა ავანსეიანმა.

როგორც მან თქვა ერთ დღეში ჩატარებული 4,046 ტესტიდან დადასტურდა 148 დადებითი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით ,  ყოველდღიური ტესტირებისას დადებით შემთხვევების მაჩვენებელს 4% -მდე ვინარჩუნებთ, თუმცა შეიმჩნევა ზრდა, ერთი-ორი კვირის წინ ციფრები უფრო დაბალი იყო”, – თქვა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button