პოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: გათვალისწინებულია შეიქმნას კუხო-ს სა პარტნიორ სახელმწიფოთა ინსტიტუტი

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა გეგმავს შექმნას  კუხოს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტი. აზერბაიჯანის ამ ინსტიტუტში ჩართვა ამა თუ იმ სტატუსით, საფუძველს არ გვაძლევს, რომ მის მხრივ რაიმე დათმობებს  უნდა ველოდოთ. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ დღეს ლაპარაკია  აზერბაიჯანისა და პაკისტანის ამ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვაზე ნიშნავს, რომ წინასწარი განხილვების დროს მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანულ მედიაში უკვე არსებობს გარკვეული მიმოთქმა, რომ არ არიან დაინტერსებული  კუხოსთან  პარტნიორობაზე. დასასაბუთებლად აღნიშნავენ, რომ,  ორგანიზაცია ვერ წყვეტს  თავისი წევრების პრობლემებს და მათ ამ რეგიონში არაფერი აქვთ გასაკეთებელი. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ აზერბაიჯანს ”„კარგი ურთიერთობა” აქვს სტრუქტურის წევრ ქვეყნებთან და საჭირო არ არის იმ სტრუქტურაში ყოფნა, სადაც სომხეთია. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი მესიჯები, რომლებიც უჩვენებს, რომ აზერბაიჯანი და მისი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არიან მზად გამოჩნდნენ კონსტრუქციულ და კოოპერაციულ სფეროში, რამდენიც არ უნდა მიუთითოს  ამაზე ხელისუფლებამ.  „გამარჯვების“  ეიფორია იმდენად დიდია, რომ შორსმხედველობის შესაძლებლობამ დააბრმავა როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეებიც“.

ნახეთ მეტი
Back to top button