ანალიტიკა

დიპლომატი: სომხეთისა და არცახის გარშემო მიმდინარე პროცესები ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს

როგორც „არმინფო“ წერს,  არცახისა და სომხეთისათვის  44-დღიანი ომის შედეგები, სომხეთის საზღვრებზე ბოლოდროინდელი მოვლენები, უდავოდ ეწინააღმდეგება რუსეთის ღრმა ინტერესებს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფოს არსს, ღირებულების საფუძველს. ასეთი აზრი გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პროფესორმა დავით ჰოვანისიანმა.

”მე მიმაჩნია, რომ არცახის  ომი და განსაკუთრებით მისი შედეგები, აზერბაიჯანსა  და თურქეთის მხრიდან სომხეთის საზღვარზე ვითარების გამწვავება, ყოველივე ეს მიუთითებს რეგიონში რუსეთის პოლიტიკის მარცხზე. გასულ წელს სექტემბრის თვეში წამოჭრილ სიტუაციაში მოსკოვმა მოულოდნელი სისუსტე გამოავლინა, და თურქეთის მიერ ინიცირებულ ახალ გამოწვევებსაც მოულოდნელი სიმშვიდით შეხვდა“, –  თქვა მან .

ჰოვანესიანი  რუსეთის ასეთ საქციელს მიაწეროს მოსკოვში საგარეო პოლიტიკის შემქმნელთა არასწორ გათვლებს. შედეგად, მოსკოვმა ვერ შეძლო კავკასიური  გამოცდის ჩაბარება, რის გამოც რეგიონში მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა თურქეთის სასარგებლოდ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, დიპლომატის აზრით 44-დღიანი ომის სავალალო შედეგები და დღევანდელი ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამოწვეულია რუსეთის სისუსტით. როგორც მან აღნიშნა, მის ამ შეფასებებს იზიარებს ექსპერტ-ანალიტიკური საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი.

„რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალოდ აჩვენებს გასაოცარ სოლიდარობას თავის თურქ კოლეგებთან ურთიერთობაში. ცხადია, მოსკოვი უკვე შეეგუა რეგიონში თურქული გავლენის ზრდას.  შესაძლებელია, რომ ეს შეთანხმებული ნაბიჯიც კი არის, რაც დამატებიტთ კითხვებს ბადებს“, –  აღნიშნა პროფესორმა.

ნახეთ მეტი
Back to top button