მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის საინვესტიციო პაკეტი 2.6 მილიარდი ევროს მიაღწევს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ სომხეთისთვის 1.6 მილიარდი ევროს დახმარების გარდა, დამატებით 1 მილიარდი ევრო მობილიზდება სხვა წყაროების საშუალებით. საერთო საინვესტიციო პაკეტი 2.6 მილიარდ ევრო შგახდება.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აპირებს სომხეთში დაახლოებით 1.6 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. დოკუმენტი წარმოდგენილი იქნა ბრიუსელში 2 ივლისს. გავხორციელების ბოლო ვადად აღინისნა 2025 წელი.

”პროგრამა მოიცავს სატრანსპორტო კავშირს, სამხრეთ რეგიონების რეაბილიტაციას, ენერგიის დაზოგვას და განახლებადი ენერგიის სფეროს, ციფრულ გარდაქმნებს  და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაც. ყოველივე ამისათვის სომხეტში ტავს ვუყრით 2,6 ლრდ ევროს. ვფიქრობ, ეს პროგრამა სერიოზულ შესაძლებლობას ქმნის სომხეთისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვიმუშაოთ სომხეთის მთავრობასთან, რათა ეს რეალობად იქცეს. შედეგების უზრუნველსაყოფად გვაქვს ოთხი წელი”, – თქვა ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

ნახეთ მეტი
Back to top button