მთავარისაზოგადოება

კარანტინი სომხეთში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება

 სომხეთში  ეპიდემიის საწინააღმდეგო კარანტინი გაგრძელდება  2021 წლის 20 დეკემბრამდე. ეს გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ მიიღო წერილობითი პროცედურის საფუძველზე.

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე და 20210 წლის 11 სექტემბრიდან 11 ივლისის ჩათვლით ყველა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წერტილში დაწესებული კარანტინი გაგრძელდება 2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილებას განაპირობებს მსოფლიოში კორონავირუსის 4 ახალი შტამის  (ინგლისური, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური, ინდოური) გავრცელება.

გადაწყვეტილების მიღებისას აღინიშნა, რომ სომხეთში ეპიდემიური მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, დაავადების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სომხეთი შედის  “ყვითელ ზონაში”.

ნახეთ მეტი
Back to top button