მთავარისაერთაშორისო

მასმედიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ

როგორც  ქართული მედია იუწყება, დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით, მასმედიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ, მანამდე მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხადარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
სხდომათა დარბაზში შეჭრილი იპოზიციონერი დეპუტატები და უმრავლესობის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ენმს ლიდერი ნიკა მელია და უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელს დაუპირისპირდა, სიტყვიერი შელაპრაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button