რუსეთის მშვიდობისმყოფელთა სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ საზღვრის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფას, საკვებისა და სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირებას ლაჩინის დერეფნის გავლით. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სადამკვირვებლო პუნქტების პერსონალი რეგულარულად ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებებსა და წვრთნებს, გადიან სპეციალურ მომზადებას, იმ შემთხვევისათვის, თუ სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები განლაგებულია 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ეს ვადა ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 5 წლით, თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს ამ დებულების შეწყვეტის შესახებ 6 თვით ადრე.