პოლიტიკა
სატანოვსკიმ შეაფასა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განლაგების შესაძლებლობა და მისი რისკები რუსეთისთვის

აზერბაიჯანში თურქული ბაზის განლაგების ალბათობა 100% -ია. ამის შესახებNEWS.am-ის კორესპოდენტთან საუბარში განაცხადა რუსეთში შუა აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ევგენი სატანოვსკიმ
„სამხედრო თვალთახედვით თურქეთი უკვე იმყოფება აზერბაიჯანში. სომხები ყარაბაღში იბრძოდნენ თურქეთის წინააღმდეგ და არა აზერბაიჯანის, თუ ვინმეს ეს არ ესმის, მე ვწუხვარ”, – თქვა მან.
კითხვაზე, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამ სამხედრო ბაზამ რუსეთს, სატანოვსკიმ განმარტა: „თუ ვინმე საფრთხეს შეუქმნის რუსეთს, რუსეთი გაანადგურებს ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა რა ქვეყანა იქნება იგი. ეს ასევე ეხება შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, იგივე ეხება თურქეთს. რუსეთი ცდილობს ეს არ გააკეთოს, მაგრამ მის მიმართ მუქარის საკითხს ის გადაჭრის”, – თქვა მან.