მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ქართული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდება 2022 წელს

სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ საგუშაგოზე  ბაგრატაშენი -სადახლო, ერთობლივი პროგრამა დაიწყო , რომელიც 2014 წელს უნდა დაწყებულიყო. აქ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ხიდი საექსპლოატაციოდ გადაეცეს მომავალი წლის მაისში.

საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ   სომხეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სადღეგრძელოს დალევის შემდეგ  კონიაკის ჭიქა გადმოაბრუნა და დარჩენილი წვეთები დათვალა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ სასმელის დალევის შემდეგ რამდენი წვეთიც  დარჩება  ჭიქაში, ამდენი მტერი გვყავს,  2-3 მტერი ნორმალურია“, – ხუმრობით ამბობს ის.

სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის  სურენ პაპიკიანის გადაბრუნებული ჭიქიდან ერთი წვეთი გადმოიღვარა.

სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის  სურენ პაპიკიანის სიტყვებით  „ამ ხიდზე გადის სომხეთის ჩრდილოეთი მიმართულება, არა მხოლოდ საქართველოსკენ, არამედ ევრაზესის ქვეყნებთანაც, მათ შორის ჩვენს მთავარ პარტნიორ რუსეთთან. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა საგუშაგოები, მაგრამ ეს არის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებული მიმართულება, რადგან ლარსისკენ მიმავალი გზა აქ გადის“. 

ძველი  ხიდი  ახლის ამოქმედების შემდეგ, შენარჩუნდება, ის მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში იმოქმედებს, როგორც დამატებითი, ალტერნატიული ვარიანტი.

ნახეთ მეტი
Back to top button