აზერბაიჯანელმა ბლოგერმა და კინორეჟისორმა ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდა

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა ბლოგერზე, რომელმაც სოციალურ ქსელებში ქალთა მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა.
როგორც Azeri Daily- ს განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ეჰსან ზახიდოვმა, ”ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი ირკვევა. ამ პირის მიმართ გადაწყვეტილება მიიღება კანონის შესაბამისად გამოძიების შედეგების საფუძველზე”.
ბლოგერმა, რომელიც საკუთარ თავს “პანტურალს” უწოდებს და სოციალურ ქსელში მიმდევართა დიდი რაოდენობის მქონეა, მოუწოდა ძალადობა ქალების მიმართ, რომლებიც ძალიან ღია ტანსაცმელს ატარებენ. მამაკაცი თავის მოწოდებებში უფრო შორს წავიდა და კომენტარი დაწერა სოციალურ ქსელებში დისკუსიების დროს. ”მოგიწოდებთ სადაც ქალს ნახავთ მოშიშვვლებული ტანსაცმლით, იქვე გააუპატიუროთ”.
ამის შემდეგ, ბლოგერმა, რომელსაც 70 000 მიმდევარი ჰყავს, ჩაწერა ვიდეო, ირონიული სათაურით “პანტურალმა ბოდიში მოიხადა”, რომელშიც მან ღიად შეურაცხყო ის, ვინც ეწინააღმდეგებოდა მის აზრს და უწოდა მათ მეძავები.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურალ საფაროვი, ასევე ცნობილი როგორც “პანტურალი”, არის კინორეჟისორი და ფილმის “კომა” ავტორი.