მთავარისაზოგადოება
გამრელიძე: სინოფარმით და სინოვაკით აცრილთათვის მოგზაურობა დაშვებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სინოფარმით და სინოვაკით სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შესაძლებელია გარდა გამონაკლისი ქვეყნებისა.
“ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი მოგეხსენებათ შედის იმ შვიდი ვაქცინის ჩამონათვალში, რომელიც არის ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული, ამიტომ უმრავლესი ქვეყნები რა თქმა უნდა, სცნობენ ამ ყველა შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა. არის რიგი გამონაკლისი ქვეყნები”,- ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 619 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ვრცელდება.