კულტურამთავარი

კიკაბიძე ითამაშებს ცნობილ სერიალში, რომლის მე -7 სეზონის გადაღება საქართველოში ხდება

ცნობილი მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ითამაშებს სერიალის “მძახლები” ახალ სეზონში. ინფორმაცია ,,რია ნოვოსტი“-ს მიაწოდა სერიალის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ. მანამდე კიკაბიძის მონაწილეობა სერიალის გულშემატკივრებმა ინსტაგრამზე განაცხადეს. ახალი სეზონის გადაღებები ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს.

”ვახტანგ კიკაბიძე მართლაც თამაშობს ერთ სერიალში, მაგრამ არა მთავარ როლში, არამედ ერთ ეპიზოდში”, – აღნიშნა პროდიუსერმა.

მიმდინარეობს კომედიური სატელევიზიო რომანის გადაღებები. თაყვანისმცემლები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს პროცესს, რადგან დიდი ხანია ელოდებიან მეშვიდე სეზონს.

ნახეთ მეტი
Back to top button