ეკონომიკა

მთავრობამ დააწესა დამატებითი გადასახადები სპილენძის და მოლიბდენის კონცენტრატებზე

სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა დააწესოს საექსპორტო საბაჟო ტარიფები სპილენძის, მოლიბდენის კონცენტრატებსა და ზოგიერთ მონათესავე პროდუქტზე, რის შედეგადაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს დამატებით 30-35 მილიარდ დრამს ექსპორტის მოცულობების შენარჩუნების შემთხვევაში.

ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰან ქერობიანმა.

“იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის წიაღი სახელმწიფო საკუთრებაშია, საერთაშორისო ბაზრებზე სპილენძის და მოლიბდენის ფასები გაიზარდა 50% -ით გასული წლის საშუალო ფასებთან შედარებით, დღევანდელი გადასახადების შეგროვების სისტემა არ უზრუნველყოფს ამგვარი მოგების სამართლიან განაწილებას სომხეთის მოქალაქეებსა და მაღაროელებს შორის, ასევე იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა მოგვარება შეიძლება დამატებითი რესურსებით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა დააწესოს ექსპორტის ლიცენზიის გადასახადი სპილენძის, მოლიბდენის კონცენტრატებსა და ზოგიერთ მონათესავე პროდუქტზე, რის შედეგადაც, ექსპორტის მოცულობის შენარჩუნების შემთხვევაში, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით მიიღებს 30-35 მილიარდ დრამს. თქვა ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button